აფხაზეთი 1 აპრილიდან სრულად გადადის ელექტროენერგიაზე, რომელსაც ენგურჰესზე გამოიმუშავებს.31 მარტის 00:00 საათიდან (მოსკოვის დროით) შეწყდა რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის გამო ხორციელდებოდა. ამის შესახებ სააგენტო TASS-ს „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმურ ჯინჯოლიამ განუცხადა.გამოცემის ცნობითვე, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის შესანარჩუნებლად, აფხაზეთი 2025 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე, ღამის საათებში და უქმე დღეებში, რუსეთიდან ელექტროენერგიას ყიდულობდა. იანვრიდან მარტის ბოლომდე კი რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას უსასყიდლოდ აწვდიდა.“აღნიშნული ზომების შედეგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, აფხაზეთმა შემოდგომა-ზამთრის პერიოდი გეგმური გამორთვებისა და სერიოზული ავარიების გარეშე გაიარა. 31 მარტს, 00:00 საათზე (მოსკოვის დროით), აფხაზეთი აჩერებს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის ენგურჰესის გამომუშავებაზე. ჯვარის წყალსაცავში წყლის შემოდინების ზრდა და დონის მატება აფხაზეთის საჭიროებებს ფარავს,“ – განაცხადა ჯინჯოლიამ.მისივე თქმით, მიმდინარე წელს აფხაზეთი ზაფხულიდან კვლავ გეგმავს კომერციული ელექტროენერგიის შესყიდვას და წინასწარი გათვლებით, ეს აფხაზეთს დაახლოებით 1.4 მილიარდი რუბლი დაუჯდება.


