აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებს ხმის ჩამწერი სტუდიისთვის საჭირო აპარატურა გადაეცათ

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ს სკოლის მოსწავლეებს ხმის ჩამწერი სტუდიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა გადაეცათ.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათ განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. სწორედ, მსგავსი, ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღმოგვიჩინა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, რისთვისაც დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად იყო ჩართული პროცესში“, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი ლენა შილინგი – მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია – ის, რისთვისაც ბრალი წაუყენეს, ევროპის უმეტეს ქვეყნებში, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული

გიორგი კლდიაშვილი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრება „შავი ლაქაა“ ქვეყნისთვის, რაც შეეხება აქციებზე დაკავებულებს, მიუხედავად სისტემის მობილიზებისა, რომ მათ ბრალი დაუმტკიცონ, ამას ვერ ახერხებენ