აფხაზეთის პალმებს გადაშენება ემუქრება

აფხაზეთში პალმებს მავნებლების შესევის გამო გადაშენება ემუქრება. პრობლემის შესახებ ს დე ფაქტო მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის ენტომოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი მიხეილ ქირია საუბრობს. მისი თქმით, პალმის ხეებს ორი მთავარი მავნებელი ემუქრება, როგორიც არის ცხვირგრძელასებრთა წითელი ხოჭო და პალმის ფარვანა. ამ მავნებლების პოპულაციები, განსაკუთრებით, გაგრასა და ახალ ათონში ჭარბობს.
პალმების გადასარჩენად ადგილობრივმა დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პალმის ხეების მწვანე ზონების მქონე სასტუმროების მფლობელებმა ხეები პრეპარატებით წელიწადში, მინიმუმ 3-ჯერ უნდა დაამუშაონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქირიას შეფასებით, მავნებლების შესევის ამჟამინდელ პირობებში პალმის მცენარეები ვერ გადარჩებიან. ქირიას თქმით, დაზარალებული ხეები ეცემა და ისინი ადგილიდან სასწრაფოდ უნდა გაიტანონ.
ცნობისთვის: აფხაზეთში რამდენიმე სახეობის პალმის ხე იზრდება, თუმცა ყველაზე გავრცელებულია კანარის ფინიკი, ვაშინგტონი და ფან-პალმებია. თავის დროზე აფხაზეთში მათი შეტანა ტურისტული კურორტების ესთეტიკური მიმზიდველობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. დღესაც მათი მთავარი ფუნქცია შავი ზღვის საკურორტო ზონის დეკორატიული სახის შექმნაა.