“აფხაზეთის ოფიციალური ვალუტა რუბლია” – “პარლამენტმა” I მოსმენაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა “სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ” კანონპროექტს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტი ადგენს, რომ ს ოფიციალური ვალუტა რუსული რუბლი იქნება, ხოლო ყველა სხვა სახის ვალუტა კლასიფიცირებულია, როგორც უცხოური. გარდა ამისა, “სავალუტო რეგულირების მიზნებისათვის” საკანონმდებლო დონეზე ცნებები “რეზიდენტი” და “არარეზიდენტი” დაამატეს.
დოკუმენტს მხარი 26-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.
ამასთან, ე.წ. დეპუტატმა ბესლან ხალვაშმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მეორე მოსმენით განხილვისას.
მანამდე, აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ გააკრიტიკა ახრა არისთავის პოზიცია, რომელიც ეროვნული ვალუტის – აფსარას შემოღების აუცილებლობაზე მიუთითებდა.
“რა თქმა უნდა, კარგია საკუთარი ვალუტის ქონა, მაგრამ რას გამოიწვევს ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე? ეს გამოიწვევს ჩვენი სახელმწიფოს დაშლას რამდენიმე დღეში, 10-15 საათში. ექსპორტი და ექსპორტი გვაქვს 8 მილიარდი, იმპორტი კი 45 მილიარდი. ამ ფულად ერთეულს არავინ აღიარებს. მით უმეტეს, ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეს უყვარს”. – ამბობდა ბჟანია.