აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტები ოჯახებს გადაეცათ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით, ოჯახებს გადაეცათ ს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტები. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, დაკარგულთა ოჯახების წევრებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიაწოდეს ინფორმაცია ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით.
იდენტიფიცირების შემდეგ ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.
„16 ოჯახს, ვისაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გაურკვევლობაში უწევდა ცხოვრება, მიეცა შესაძლებლობა, პატივი მიეგოთ თავიანთი გარდაცვლილი ახლობლებისთვის. ჩვენ ვუსამძიმრებთ ამ ოჯახების წევრებს“, – განაცხადა ICRC-ის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ანნ მონტავონმა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2010 წლიდან მოქმედებს აფხაზეთის ომის დროს და შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი. 2013 წლიდან 543 ადამიანის ნეშტებია მოძიებული, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.
დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1849 ადამიანი – სამხედრო და სამოქალაქო პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებაზე” – იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი