აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დღესვე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

ასევე დაგაინტერესებთ