აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ