აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედებს ფინანსური დახმარება გაეწია

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების 232 დევნილ დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია.
ამის შესახებ ინფორმაციას ს მთავრობა ავრცელებს.
„აღსანიშნავია, რომ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით დაღუპული მეომრების დედებისთვის მატერიალური მხარდაჭერა ტრადიციულად ყოველ წელს ხორციელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – კობახიძემ მაქსიმალურად „იჩალიჩა“ – ყოფილი თანამდებობის პირი კუშნერის მეშვეობით ცდილობს გასვლას, რათა ტრამპთან ურთიერთობა დააფიქსირონ, მან კი თავიდან მოიშორა, ტრამპიც არ ხვდებათ