აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
როგორც მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან პატრიარქს საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი გადასცა.
“მქონდა ბედნიერება დღეს შევხვედროდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს. დასალოცად ვეწვიე მის უწმინდესობას, გავაცანი ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები და ამასთან საჩუქრად გადავეცი საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი.
მისმა უწმინდესობამ დამლოცა და წარმატებები მისურვა”, – წერს ლევან მგალობლიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
