აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ენგურჰესის კაშხალთან ქართულ მხარეს შეხვდა

ოკუპირებული ს ე.წ. ეკონომიკის მინისტრი პროპაგანდისტულ “სპუტნიკთან” ადასტურებს, რომ ქართულ მხარესთან “სამუშაო შეხვედრა” ჰქონდა ენგურჰესის კაშხალთან. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა ენგურჰესის ქართული ნაწილის ხელმძღვანელობასთან.
კრისტინა ოზგანის თქმით, აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ აპირებს ვარდნილჰესების რეკონსტრუქციის დაწყებას.
“განხილული იქნა 2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობის საკითხები, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის საჭირო დონის შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე კომპლექსის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები”, – ამბობს ოზგანი.
ქართულ მხარეს ჯერ ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.