აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ელექტროენერგიის მოხმარება ივლისში წლიურად 4.3%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ Tbc Capital-ის საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში წერია.
2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 13.6%-ით.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გამომუშავებას, ანალოგიურ პერიოდში ის 1.1%-ით შემცირდა. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 5.71 ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 9%-იანი ზრდაა.