აფხაზეთში რამდენიმე პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა [“ФНЕА” , “АПСНЫ”, “АКЗААРА”, “АРУАА”, “АНД”
“СОВРЕМЕННОЕ ГОСУДАРСТВО” ] დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას მიმართავს მოწოდებით, გაწმინდოს ხელისუფლება იმ პირებისგან, რომლებიც მას იმიჯს ულახავენ. მათ შორისაა ლაშა საკანია, რომელიც საქართველოს ყოფილი პარლამენტარის ირმა ინაშვილის აფხაზეთში ვიზიტზე პასუხისმგებელ პირად დაასახელეს აფხაზეთში.
„ერთ-ერთი ასეთი პირია ე.წ. ეროვნული ფრონტის ალიანსის (НФА) ლიდერი და თქვენი სპეციალური წარმომადგენელი СНГ-სა და BRICS-ის ქვეყნებში ლაშა საკანია. ლ. საკანიამ 2020 წლის ზაფხულში, სკანდალის შემდეგ, დატოვა აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანაშემწის თანამდებობა. სკანდალი უკავშირდებოდა აფხაზეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მიერ „ენგურის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. მათ შორის იყო ირმა ინაშვილი – საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარების სამხედრო კორესპონდენტი, რომელსაც ჰქონდა ომის ვეტერანის სტატუსი. მოცემულმა ინციდენტმა აფხაზეთის ეროვნულ -თავდაცვითი ომის ვეტერანებსა და მთლიანად საზოგადოებაში სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. სანდო ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლ. საკანია იყო ქართული დეპუტატების ვიზიტის მთავარი ორგანიზატორი და ის პირადად ატარებს პასუხისმგებლობას მომხდარზე. ორგანიზაცია „არუაას“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და სერგეი შამბასთან, სადაც ვეტერანებმა მოითხოვეს საკანიას დაუყოვნებლივი გადადგომა, პრეზიდენტი მათ პოზიციას დაეთანხმა და უკვე მეორე დღეს საკანია გადადგა. მოგვიანებით ის კვლავ სკანდალის ცენტრში მოექცა – „ფსოუს“ საკონტროლო პუნქტზე დააკავეს, როცა ცდილობდა კრიპტოვალუტის მაინინგის აპარატურის გადატანას იმ პარლამენტარის ავტომობილით, რომლის ასისტენტიც იყო. ამ შემთხვევის შემდეგაც იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა თანამდებობა. თუმცა, 2024 წლის შემოდგომაზე აფხაზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა კვლავ დანიშნა საკანია საკუთარ წარმომადგენლად. დღეს იგი ამ სტატუსს და სახელმწიფოს მეთაურის ხელმოწერით გაცემულ მოწმობას იყენებს პირადი კონტაქტების მოსამყარებლად და საკუთარი კომერციული ინტერესების გასატარებლად, რაც ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და დისკრედიტაციას უწევს სახელმწიფო სამსახურის ინსტიტუტს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების გაწმენდა მსგავსი ფიგურებისგან აუცილებელი პირობაა საზოგადოების ნდობის აღსადგენად და სახელმწიფო დისციპლინის გასამყარებლად. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ, ბატონო ბადრა ზურაბოვიჩ, დაიწყოთ სახელმწიფო აპარატის სისტემური გაწმენდის პროცესი და პირველ ნაბიჯად, გაათავისუფლოთ ლაშა საკანია მის მიერ დაკავებული ყველა თანამდებობიდან,“ – აღნიშნულია მიმართვაში.




