აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის განცხადება დაამტკიცა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადება დაამტკიცა.
“ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 31 დეპუტატმა მიიღო, 2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.
“ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 1-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგი მისცა. პარლამენტმა კენჭისყრის შედეგები დაამტკიცა,” – წერს ტელეგრამ არხი.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეასრულებს.
აფხაზეთში ოპოზიციური ძალების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, ს დე ფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემაჯამებელ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, ოპოზიციის მხარდამჭერები კი დატოვებენ დაკავებულ სამთავრობო შენობებს.
ამავე შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადებას სახალხო კრება, ანუ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი განიხილავს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კი ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს, რომელიც თავის მხრივ, დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვს დე ფაქტო პრემიერ- მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს და აღნიშნულ პოსტზე ვალერი ბგანბას დანიშნავს. რაც შეეხება მოქმედს მინისტრებს, ისინი ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევამდე შეასრულებენ მინისტრების მოვალეობას.
იქამდე, 15 ნოემბერს დაწყებული პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს მას შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.
პროცესებს წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს. პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.სა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.