ს დე ფაქტო პარლამენტთან შეკრებილებმა ღობე შეანგრიეს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წინ შეკრებილებმა შენობის ღობე შეანგრიეს. პროტესტი დე ფაქტო პარლამენტში საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით სხდომას მოყვა, რომელიც ჩაიშალა.
ადგურ არძინბას თქმით, სესია უნდა შედგეს, ხოლო საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ხელისუფლების დამცველებს” კვერცხები დაუშინეს.
სა და ს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და ს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი – კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს