“აფხაზეთის განზრახვა გაეროში გაწევრიანებაა” – სერგეი შამბა

სთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გაეროში გაწევრიანებაა”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა. როგორც მან “იზვესტიასთან” აღნიშნა, პროცესს და ევროკავშირი ხელს უშლის.
“რა თქმა უნდა, აფხაზეთის რესპუბლიკის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა. ეს არის თავად პროცესის საბოლოო მიზანი ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარებისთვის. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია. არავის გაუუქმებია ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. დასავლეთის, კერძოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკა სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის. აფხაზეთს უარყოფითი გამოცდილება აქვს, როდესაც შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები მნიშვნელოვან ზეწოლას განაგრძობდნენ იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც აფხაზეთს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა”, – აღნიშნა სერგეი შამბამ.
მისი განცხადებით, აფხაზეთი ცდილობს, კონტაქტები იმ ქვეყნებთან დაამყაროს, სადაც დასავლეთს მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.
“მიუხედავად ყველა სირთულისა და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლისა, ახალი კავშირებისა და კონტაქტების დასამყარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შესაძლებლობების ძიებას ვაგრძელებთ. ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, ს ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – განაცხადა სერგეი შამბამ.
ე.წ. მინისტრი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ იმ ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ცნობისთვის, ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2024 წლის ივნისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას (გაერო) მიმართა, საბოლოოდ გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და უზრუნველყონ აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა გაეროს შესაბამისი კომიტეტების მუშაობაში.