აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთის სკოლებს სასკოლო ინვენტარი გადაეცათ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სსიპ-ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 , სსიპ-აფხაზეთის N12, სსიპ აფხაზეთის N15 საჯარო სკოლებს მაგიდები და სკამები გადაეცათ.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსგავსი აქტივობები აფხაზეთის სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდაჭერას ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ