აფხაზეთის ა/რ მთ. თავმჯდომარე პოსტს ტოვებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობას უხდის

რუსლან აბაშიძე, რომელიც ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას 2019 წლის შემდეგ იკავებს, ფეისბუკის გვერდზე პოსტის დატოვების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
მისი თქმით, თანამდებობის დატოვება მისი საკუთარი გადაწყვეტილებაა.
“ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები”.

რუსლან აბაშიძე გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის გუნდს, აფხაზეთის მთავრობის წევრებს, საქართველოს ხელისუფლებას , აფხაზეთის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
“მადლობას ვუხდი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა ჩართულობით, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის საზოგადოებას. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო ვყოფილიყავი მათ სამსახურში და ერთად გვეკეთებინა საქმე, რომელიც კიდევ უფრო მიგვაახლოებდა მიზანთან, რომელსაც გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. მჯერა რომ, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მოხდება ჩვენი ერთობლივი მიზნის განხორციელება – ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა”, – წერს რუსლან აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ