აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრად გიორგი ჟღენტი დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრად გიორგი ჟღენტი დაინიშნა, მანამდე აღნიშნულ თანამდებობას ლაშა ქარდავა იკავებდა.
ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.
„მთავრობის თავმჯდომარემ მის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და ახალი ხელმძღვანელის პირობებში ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
გიორგი ჟღენტი 1978 წელს გალში დაიბადა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA. მინიჭებული აქვს მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები.
მას კერძო სექტორში მრავალწლიანი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება აქვს. მინისტრად დანიშვნამდე იყო “საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და მხარდაჭერისთვის” დირექტორის მოადგილე.
გიორგი ჟღენტმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ქარდავა შეცვალა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.