აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის პროგრამები ამოქმედდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის პროგრამები ამოქმედდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რაც შეეხება თავად პროგრამებს, მათ უცვლელად გთავაზობთ:
„სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“
· „დასაქმების ხელშეწყობა“
· „ეკონომიკური საქმიანობის მომსახურეობა“
· „ეკონომიკური მომსახურეობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“
· „ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურეობის“ ქვეპროგრამა
· „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ ქვეპროგრამა
· „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამა
სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“
· აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ბიზნესკატალოგში განთავსება (ელექტრონული ბიზნესკატალოგის ბმული: chamber.abcci.ge)
· ფინანსური წყაროების მოპოვების მიზნით პროექტებისა და ბიზნესგეგმის შედგენაში დახმარება
· ბიზნეს-შეხვედრების, ვიზიტების, B2B შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება
· ბიზნეს-სექტორისათვის დარგობრივი, თემატური სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება
· ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება
· აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სპეციალური თანხმობისა და სპეც. საწარმოს სტატუსის მისაღებად კონსულტაციების გაცემა
· კომპანიისათვის ბიზნესპარტნიორების მოძიება
· სამართლებრივი კონსულტაციის გაცემა
· ფორს-მაჟორისდადასტურება
სსიპ „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო“
· „ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო უძრავი ქონების საკადასტრო აღწერა“
· „სსიპ „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს “მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს) მარკეტინგული მომსახურება“
ა(ა)იპ – „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“
· „მომავალი ჩვენია! – პროგრამა აფხაზეთში და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის და აფხაზეთიდან იგპ-ისკეთილდღეობისთვის“
სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი – ბიზნეს-ინკუბატორი“
· დევნილი ახალგზარდების კვალიფიციური გადამზადება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ