აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურა წარადგინეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატს ლევან მგალობლიშვილს გაუწია რეკომენდაცია.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ დაუდასტურა.
მისი თქმით, ლევან მგალობლიშვილმა ორი კვირის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარადგინოს.
„მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გადადგომის თაობაზე დაწერა განცხადება, დღესვე 16:00 საათზე შეიკრიბა პრეზიდიუმის სხდომა და ჩვენ რეკომენდაცია გავუწიეთ მთავრობის წინაშე საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურის განხილვას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. მას შემდეგ, როცა მივიღებთ დასტურს, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან ამ კანდიდატურის, ჩვენ ვიწყებთ პროცედურას, რომელსაც ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და ჩვენი რეგლამენტ ი- ეს ნიშნავს, რომ ორი კვირის ვადაში წარდგენილმა კანდიდატურამ უნდა წარმოადგინოს მთავრობის პროგრამა და მთავრობის ახალი შემადგენლობა. ამის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ხდება ახალი კანდიდატურის წარდგენა თავის გუნდთან ერთად, მხედველობაში მაქვს მთავრობის შემადგენლობა, რომელიც შედგება 5 მინისტრისგან და სამოქმედო პროგრამის წარმოდგენა. იმსჯელებს პლენარული სხდომა და თუ მოიწონებს, დაამტკიცებს წარმოდგენილ პროგრამას და მთავრობის შემადგენლობას. თუ დაამტკიცებს, ამ მომენტიდან ითვლება აფხაზეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარე არჩეულად და მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულად. თუ წინააღმდეგობა გაუწია უმაღლესმა საბჭომ და არ მიიღო მთავრობის შემდგენლობა, მაშინ ერთი კვირის ვადაში ხელმეორედ წარმოადგენს მთავრობის ახალი ხელმძღვანელი შემადგენლობას“, – განაცხადა თამაზ ხუბუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?