აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩია. აღნიშნული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა.
როგორც გამახარიამ საუბრისას აღნიშნა, გარდა თავმჯდომარისა, აფხაზეთის მთავრობაში სხვა საკადრო ცვლილების განხორციელება არ იგეგმება.
გამახარიას თქმითვე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძის არჩევის წინააღმდეგი საბჭოს ორი წევრი იყო, რომლებსაც კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„გუშინ გვქონდა სერიოზული განხილვა და დღეს გაიმართა პლენარული სხდომა, სადაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე ავირჩიეთ. გიორგი ჯინჭარაძემ წარმოადგინა სამთავრობო გეგმა“,- აღნიშნა გამახარიამ.
შეგახსენებთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე