აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ზუგდიდში შემოქმედებით საღამოს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდის მერიის, მწერალთა კავშირის, საგანმანათლებლო ცენტრის – „მამული, ენა, სარწმუნოება“ მხარდაჭერით და მხატვრების, პოეტების მონაწილეობით, ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, პოეტთა კულტურულ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა, ასევე მოეწყო დან დევნილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საღამოზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ ხელოვანებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიებას, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.
„ვეცადეთ ხელოვნების, კულტურის სახით გამოგვეხატა ჩვენი სიყვარული ქართულ-აფხაზური ერთობის მიმართ.
შთამბეჭდავი იყო პოეტების მიერ აფხაზეთზე წაკითხული ლექსები, მხატვართა გამოფენა და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყოს ერთ-ერთი ლამაზი, ისტორიული მომენტი, სადაც კიდევ ერთი ძაფი გაიბა ჩვენს ენგურს იქით და აქეთ საქართველოში.
დიდ მადლობას ვუხდი ღონისძიების ყველა მხარდამჭერს, განსაკუთრებით ლაშა გვასალიას, ჩვენს პოეტებს, მხატვრებს აფხაზეთის სიყვარულისთვის. მჯერა, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილი საზოგადოების დამოკიდებულებისა და ჩართულობის მსგავსი მაგალითებით ვაგრძნობინებთ აფხაზებს ჩვენი ისტორიული ერთიანობის და საერთო კეთილდღეობის გარდაუვალობას“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს – პრეზიდენტსა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა და მის ინიციატივებზე იქ შედგება საუბარი