აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების დირექტორებთან და სამხატვრო ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს შემოქმედებითი საქმიანობის პროცესში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე და სამომავლო ინიციატივებზე.
მათივე ცნობით, შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და მინისტრის მთავარი მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.
