აფხაზეთიდან რუსეთში 100 ტონაზე მეტი მანდარინია ექსპორტირებული – კრასნოდარის საბაჟო

ოკუპირებული დან რუსეთში 100 ტონაზე მეტი მანდარინი არის ექსპორტირებული. ინფორმაციას კრასნოდარის საბაჟო ავრცელებს. მისი ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში, მანდარინის პირველი პარტიების შეტანა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და ამ დროისთვის 120 ტონა არის გაფორმებული.
კრასნოდარის საბაჟოს ინფორმაციით, აფხაზეთიდან რუსეთში, მანდარინის გარდა, ფეიხოა, ხურმა, ლიმონი და თხილი შედის. ოკუპირებული ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის 280 ტონაზე მეტი პროდუქცია არის ექსპორტირებული.

ასევე დაგაინტერესებთ