აფხაზეთიდან დევნილ, მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ს ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ, მრავალშვილიან დედებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია სამინისტროს პროგრამების შესახებ და ასევე, ესაუბრეთ თავიანთ საჭიროებებზე.
„ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული განვითარება, სიძლიერე, სწორედ ასეთ ქალბატონებზე დგას, რომლებიც ზრდიან ჩვენი ქვეყნის წარმატებულ შვილებს და არიან სამაგალითო მშობლები. მჯერა, რომ მათი მზრუნველობა შვილების მიმართ, დიდ როლს ითამაშებს საქართველოს გაერთიანებისა და განვითარების საქმეში“,- განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე