აფხაზეთიდან დევნილები აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს – მოგიწოდებთ, დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს – „მთავარსარდლის“ არალეგიტიმურ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა მოახდენს აფხაზეთის ა/რ-ის ისედაც რეპუტაციაშელახული ინსტიტუციების ძირეულ დისკრედიტაციას

მოგიწოდებთ, დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს, არ მიიღოთ მონაწილეობა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ­დადგმულ ფარსში, გაემიჯნოთ ამ უკანონო პროცესებს, – ამის შესახებ ნათქვამია პეტიციაში, რომლითაც დან დევნილი საზოგადოება აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს მიმართავს.
„აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო მიმართვა აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 1991 წელს არჩეულ აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, მოგენიჭათ პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის (300 წევრიდან) ხმოსნობა. რაც არ გაძლევთ სამართლებრივ უფლებას მიიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო ს შედეგები არ აღიარა არც ერთმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ევროკავშირმა, აგრეთვე სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა -მა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის გარანტია.
აქედან გამომდინარე, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მოგიწოდებთ, დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს, არ მიიღოთ მონაწილეობა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგმულ ფარსში, გაემიჯნოთ ამ უკანონო პროცესებს.
ქვეყნის ,,მთავარსარდლის” არალეგიტიმურ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა მოახდენს აფხაზეთის ა/რ-ის ისედაც რეპუტაციაშელახული ინსტიტუციების ძირეულ დისკრედიტაციას.
ნუ იქნებით ოკუპანტის ხმოსნები!“, – ნათქვამია პეტიციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები