აფხაზებთან და ოსებთან სათქმელი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ თუ ერთმანეთს პატივს ვცემთ, რთულია ჩვენი გაერთიანება? ეს ხაზი უნდა ჩანდეს, რომ მათაც გულწრფელად უნდა შევთავაზოთ ერთიან სახელმწიფოში ჩვენი თანაცხოვრება

აფხაზებთან და ოსებთან სათქმელი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ თუ ერთმანეთს პატივს ვცემთ, რთულია ჩვენი გაერთიანება? ეს ხაზი უნდა ჩანდეს, რომ მათაც გულწრფელად უნდა შევთავაზოთ ერთიან სახელმწიფოში ჩვენი თანაცხოვრება
აფხაზებთან და ოსებთან სათქმელი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ თუ ერთმანეთს პატივს ვცემთ, რთულია ჩვენი გაერთიანება? ეს ხაზი უნდა ჩანდეს, რომ მათაც გულწრფელად უნდა შევთავაზოთ ერთიან სახელმწიფოში ჩვენი თანაცხოვრება, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„რომ ვსაუბრობდი, რომ ეს აინტერესებდათ და გარე ძალები მუდმივად წარმოადგენენ დაპირისპირების მხარეს, შუღლის გამღვივებელს, ეს ხომ ფაქტია. ჩვენ ხომ საუკუნეებია ერთად მოვდივართ, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებთან ერთ სახელმწიფოში, ერთად მაცხოვრებელი ადამიანები ვართ, შერწყმული ოჯახებით. ნუთუ ვერ უნდა ვიპოვოთ ძალა იმისა, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვროთ და რას უნდა ვებრძოლოთ?
ამას წინათ იყო საუბარი ბოდიშთან დაკავშირებით და რომ უნდა გავუწოდოთ ხელი ერთმანეთს. აბა რა უნდა ვქნათ. როგორ შეიძლება შენს ძმას და დას ხელი არ გაუწოდო, საუკუნეები და ჩვენი თანაცხოვრებაა ამის ნათელი მაგალითი.
ოკუპირებულია ეს ტერიტორიები და გაუცხოებაა, დისტანცირებული ურთიერთობები, მაგრამ ამის საპირისპირო რა გვაქვს ჩვენ – ჩვენი ოჯახების სიძლიერე. ჩვენ ხომ ამ გარემოში ამას ვეჭიდებით, ამას ხელი არ უნდა გავიშვათ. მე ამის მეშინია, რომ ეს სიყვარული არ დამეკარგოს, რომ მე პატივს ვცემდი მამას და დედას და ჩემმა შვილმა იგივე პატივისცემა გამოიჩინოს ჩემს მიმართ. როგორც მამა და დედა მცემდა მე პატივს, ისევე იყოს ეს ოჯახური სითბო ჩვენს ცხოვრებაში.
ის აგრესიული, ხელოვნურად შემოტანილი რაღაცა ტექნოლოგიები, სოციალური ქსელები და ტელე დეზინფორმაციები, რომელიც ამ ყველაფერს ანგრევს, სპობს და პირდაპირ ამტერებს ადამიანებს, ეს ხომ ხელოვნურია.
ეს რუსულის თემა არის სპეციალურად შემოტანილი. ეს მძაფრია საქართველოსთვის. ბოდიშის თემაზეც შეცვლილია ს სიტყვა და მტერზე გააკეთეს აქცენტი, რომ მტერს ბოდიშს არ მოვუხდით. თითქოს მზაკვრულია ეს რუსული ნარატივიც.
პარალელს გავავლებ – -ს პრეზიდენტიც დეზინფორმაციის მსხვერპლი იყო, რომ ამბობდნენ რუსული ძალის მიერ არის მხარდაჭერილი. რუსული არის ცნება, რომელიც არამარტო ჩვენთან, არამედ ტრამპთან მიმართებაშიც ეს იყო გამოყენებული. ტრამპზე ვერაფერს ამბობენ ეს რადიკალები.
ხაზი უნდა გავუსვათ – რატომ ეძახიან ომონს, რატომ ეძახიან რუსულს, რომ გაამძაფრონ დაპირისპირება. სკოლის მოსწავლეებსაც მოუხმეს. ხალხს ასე აწვდიან ინფორმაციას, რომ ჩემი პოლიცია კი არა რუსი, ეს არის რუსული, შენი მტერია. მე განმაწყობ პატრიოტულად, ამ ქვეყნის დასაცავად და მეუბნები, რომ ის ქართველი კი არ არის, მტერია, რუსია. ესე იგი მოზარდს მით უმეტეს, თავში მიდებს, რომ ეს რუსია და მე ადვილად წავალ მასთან დაპირისპირებაში. შეიძლება შევეწირო და გმირი ვიქნები რომ ამ ადამიანს შევეწირე. გადახედოს საზოგადოებამ ობიექტური თვალით – ეს დაპირისპირება და სპეციალურად ჩადებული რუსული ნარატივი და „ომონის“ ძახილი, ეს ყველაფერი ხომ ხელოვნურად შექმნილია? ამას ხომ უნდა გავემიჯნოთ.
ვერ წარმომიდგენია ნორმალური, ღირსეული ადამიანი, რომ იმ შეფასებაში ვინმეს მოსწონდეს, მითუმეტეს შენი სისხლი და ხორცი ნაცემი და დაზარალებული, შეუძლებელია. ამიტომ არის ძნელი, რომ მუდმივად რთულია ამის საპასუხოდ განეწყო ისევ შენი მოყვასის მიმართ მტრულად და ამას ჩვენ ვინარჩუნებთ, რომ ეს გადაცდომები ნაკლები იყოს და მაგალითისთვის სულ ვამბობთ, რომ მშვიდობიან აქციას არასოდეს არ ჰქონია ძალადობრივი დაშლის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. ეს ხომ ფაქტია. ეს განწყობები წინა პლანზე უნდა წამოვიდეს, სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი, შევეწინააღმდეგოთ.
რა იქნება მაგალითი – მე ვარ ოპოზიციონერი, ან ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე როგორ ვიქცევით, როგორ ვიზრდებით ჩვენ, თუნდაც ოჯახში გაქვს დაპირისპირება და ვიღაც გარედან მოდის და ერევა შენს საქმეებში და შენს ძმაზე ან დაზე რაღაცებს გიყვება, როგორ მოიქცევი შენ? მას დაეთანხმები და დაამატებ შენ დაზე ან ძმაზე, თუ მას ეტყვი შენ ვინ ხარ, როგორ ერევი ჩემს საქმეში? და რა არის აქ განსხვავებული, როცა სახელმწიფოზე გადაგვაქვს, მითუმეტეს ამ პატარა ქვეყანაზე, რომელიც თითქმის ყველა რაღაცით ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ ნათესაობით და სისხლით და ხორცით. ასეთი მდიდარი კულტურის და ხასიათის ერი ვართ. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ვიღაცას განზრახული აქვს რომ ჩვენ ერთმანეთს დაგვაპირისპიროს და ეს პოლარიზაცია უფრო გაიზარდოს? ნუთუ ძნელი დასანახია ეს ყველაფერი?
ეს ყველაფერი რომ მოვაცილოთ როგორი კარგი სურათი იკვეთება. ეს გარედან ხელოვნურად შექმნილი მზაკვრული გეგმები, ეს დეზინფორმაცია, ერთმანეთთან დაპირისპირება, რუსული ნარატივი. ეს როგორც კი შეიძლება. გავწიოთ და წარმოვიდგინოთ არსებული .
ორი მილიონ ოთხმოცი ათასამდე ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, აქედან მილიონ ას ოცი ათასზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, მეორე ადგილზე გასულს დაახლოებით რვაასი ათასი ხმით გაასწრო. გაყალბებაზე საუბრისას აბსურდთან გვაქვს საქმე. ჯანსაღი პროცესი რომ ყოფილიყო და ეს პარტიები ყოფილიყვნენ მართლაც ოპოზიციური და ეროვნული ნიშნით დამუხტული, ნახეთ რა კარგი მოცემულობაა – ოთხი პარტია, დაახლოებით 60 – 65 ხმა პარლამენტში სხვადასხვა მიმართულებით. რამდენი საჭირბოროტო საკითხია მართლაც ქვეყნისთვის გამოწვევა. ხომ იდეალური სურათი იხატება, რომ არა ეს გარე დაკვეთები და აგრე ინტერესები, რასაც ეს პარტიები ემსახურებიან და ელოდებიან დაკვეთებს ჩვენდა სამწუხაროდ და ამაში პრეზიდენტიცაა ჩართული. ეს ხომ ღია პროცესია და ამას ვხედავთ.
ჩვენ ძლიერები ვართ ქართველები და ნამდვილად გვაქვს ძალიან ბევრი საშუალება იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ და ამ გზას აუცილებლად დავადგებით“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო, ტყუილია, არ გაგვიუქმებია! – რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა, მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი