აფსნი-პრესი: სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა

“სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა – ესაა სამხატვრო გალერეაში დაცული 4000 ეგზემპლარი”, – იუწყება „აფსნი-პრესი“.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ლევ კვიცინია.

ს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „აუნაზღაურებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის“.

„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზის ფონდებში 4000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი. ეს არის გამოუსწორებელი დანაკარგი აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის“, – აღნიშნა სმირმა.

ხანძრის შესახებ დილის 4 საათზე გახდა ცნობილი – სიგნალი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მართვის პულტზე 03:38 საათზე შევიდა. მთლიანობაში ხანძარს აქრობდა მეხანძრეთა 11 რაზმი სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან. ხანძარი მხოლოდ დილის7.00 საათისთვის იქნა ლოკალიზებული.

ჯერჯერობით უცნობია, 4000 ტილო ცეცხლმა გაანადგურა თუ წყალმა. სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, ობიექტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.

„დავდივარ და ვტირი. საშინელებაა. მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა. ყველა ნახატი დაიღუპა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია“, – განაცხადა საკანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – დღევანდელი საქართველო არ არის 2013 წლის უკრაინა, ეს არის სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებით, მტკიცე ძალოვანი სტრუქტურებით და აქ შეუძლებელია იმ სცენარის გათამაშება, რითაც დაღუპეს უკრაინა