აფრიკიდან კონტრაბანდულად $30 მილიარდზე მეტი ღირებულების ოქრო გაიტანეს

ყოველწლიურად აფრიკიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების ოქრო ფარულად გააქვთ. მისი დიდი ნაწილი ბოლოს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხვდება, სადაც იხვეწება და იყიდება მთელ მსოფლიოში. მხოლოდ 2022 წელს, აფრიკიდან კონტრაბანდულად 30 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების ოქრო გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Swissaid-ი ავრცელებს.
მხოლოდ 2022 წელს აფრიკიდან კონტრაბანდულად გატანილი ოქრო 435 ტონაზე მეტს შეადგენს. ამ ოქროს ძირითადი მიმართულებები არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი და შვეიცარია იყო.
როგორც ირკვევა, აფრიკის ოქროს წარმოების 32%-დან 41%-მდე დაუდეკლარირებელი რჩება. განა, მალი და სამხრეთ აფრიკა 2022 წელს აფრიკაში ოქროს მთავარი მწარმოებლები იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ