აფრიკიდან და აზიიდან სტუდენტები საქართველოში, ძირითადად, სამედიცინო და IT კურსზე სასწავლებლად ჩამოდიან – Roommate

აფრიკიდან და აზიიდან სტუდენტები საქართველოში ძირითადად სამედიცინო და IT კურსზე სასწავლებლად ჩამოდიან, – ამის შესახებ პლატფორმა Roommate-ის დამფუძნებელმა გიორგი სულუაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან განაცხადა.
მისივე თქმით, პლატფორმას აქტიური კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტთან რათა გადამოწმდეს მათი სერვისით მოსარგებლე პირი ნამდვილად არის თუ არა სტუდენტი.
მანვე აღნიშნა, რომ ბინის მაძიებელ სტუდენტთა რიცხვი Roommate-ის პლატფორმაზე ყოველთვიურად, დაახლოებით, 10%-ით იზრდება.
“Roommate – არის პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ბინები ხელმისაწვდომ ფასად იქირაონ. პლატფორმა ძირითადად უცხოელ სტუდენტებზე იყო გათვლილი, რომლებიც საქართველოში განათლების მისაღებად ჩამოდიან, მაგრამ დავინახეთ, რომ ქართველ სტუდენტებშიც ძალიან დიდი საჭიროებაა ხელმისაწვდომი ბინების კუთხით და ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი სერვისი ქართველ სტუდენტებსაც მოვარგოთ. შესაბამისად, მომდევნო თვეებში ქართველ სტუდენტებზე მორგებული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე უფრო აქტიურად გამოჩნდება. შეთავაზებული ბინები ძირითადად თბილისშია განთავსებული. ჩვენ სტუდენტებისთვის შესაფერის ბინებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით. კერძოდ, ბინები ფეხით ადვილად მისასვლელ ადგილზე უნდა იყოს, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფასი და ა.შ. ჩვენ ბინების მეპატრონეებს ვუკავშირდებით და ვთავაზობთ მათი ბინების პლატფორმაზე განთავსებას. არის შემთხვევები, როდესაც თავად ბინის მეპატრონეები გვიკავშირდებიან.
პლატფორმა 18-თვეზე მეტია, რაც აქტიურად მუშაობს. დღესდღეობით 10 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი გვყავს თვეში, რაც ყოველთვიურად იზრდება.
ძირითადად სტუდენტები არიან აფრიკისა და აზიის კონტინენტიდან. ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა სტუდენტების რიცხვი აფრიკის ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა – კენია, ზიმბაბვე, ნიგერია. გარდა ამისა, ბევრია ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან და დან მომავალი სტუდენტების რიცხვიც. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სტუდენტი საქართველოში სამედიცინო კურსზე სასწავლებლად მოდის”, – აცხადებს გიორგი სულუაშვილი.
ცნობისთვის, პლატფორმა ბინების ქირაობის გარდა უცხოელ სტუდენტებს სავიზო პროცედურებში დახმარებასაც სთავაზობს.