აფრასიძეებთან დაკავშირებით, სახელმწიფომ არა დაკავების სპეცოპერაცია, არამედ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთ დაზარალებულ ოჯახს მოუსმინეს. აფრასიძეების ტრაგედია ცდება ერთი ოჯახის ტრაგედიას, რეჟიმის წარმომადგენლებმა, არა კონკრეტული ოჯახი, არამედ მთელი სოფელი ააოხრეს, აფრასიძეებთან დაკავშირებით, სახელმწიფომ არა დაკავების სპეცოპერაცია, არამედ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა, რომლის მთავარი ფიგურანტები მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, სწორედ სააკაშვილი ბარამიძის ავადმყოფურ გონებაში დაიბადა დასჯის ოპერაცია, რომელიც სხვისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, რეჟიმის დასჯასთან დაკავშირებით კითხვაც აღარ არსებობს. ნათელია, საქართველოში სააკაშვილის მეთაურობით, კრიმინალთა ბანდა მოქმედებდა, რომელმაც სახელად ხელისუფლება დაირქვა და საკუთარ მიზნად, არა მოსახლეობის კეთილდღეობა, არამედ განადგურება დაისახა.
„ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთ დაზარალებულ ოჯახს მოუსმინეს. აფრასიძეების ტრაგედია ცდება ერთი ოჯახის ტრაგედიას, რეჟიმის წარმომადგენლებმა, არა კონკრეტული ოჯახი, არამედ მთელი სოფელი ააოხრეს, აფრასიძეებთან დაკავშირებით, სახელმწიფომ არა დაკავების სპეცოპერაცია, არამედ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა, რომლის მთავარი ფიგურანტები მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, სწორედ სააკაშვილი ბარამიძის ავადმყოფურ გონებაში დაიბადა დასჯის ოპერაცია, რომელიც სხვისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო.
პიარით შეპყრობილმა რეჟიმმა საკუთარი ბოროტი სახე აჩვენა და ადამიანები დახვრიტა, დიახ ხელბორკილ დადებული, დაპატიმრებული ადამიანები დახვრიტა, რაც დიქტატორული რეჟიმების ხელწერაა. ამით არ დაკმაყოფილდნენ და ადამიანს სხეულის ნაწილები მოაჭრეს. ეს ყველაფერი კი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ ხდებოდა. რეჟიმის დასჯასთან დაკავშირებით კითხვაც აღარ არსებობს. ნათელია, საქართველოში სააკაშვილის მეთაურობით, კრიმინალთა ბანდა მოქმედებდა, რომელმაც სახელად ხელისუფლება დაირქვა და საკუთარ მიზნად, არა მოსახლეობის კეთილდღეობა, არამედ განადგურება დაისახა.“ – წერს ჩიხელიძე.
Previous: ვინც დასახმარებლად მოვიდა, ვისაც შეეძლო, ხანძრისთვის უბრალოდ წყალი მიესხა, სანამ სახლი ბოლომდე არ დაიწვა, ეზოშიც კი არ შეუშვეს – ამ დროს ბაბუაჩემი, ცოცხალი, დაჭრილი ადამიანი, სახლში იწვოდა, რაც შესანიშნავად იცოდნენ ამ სპეცოპერაციის დამკვეთებმაც

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს