აფზახ დეპუტატებს, რომლებიც “აპარტამენტების” კანონს ეწინააღმდეგებიან, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ – მედია

ტელეგრამ არხების “Абхазский порта” და “RESPUBLICA” მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვს პარლამენტის წევრების [დე ფაქტო], ოპოზიციისა და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. ბჟანიამ მოსკოვის კურატორებს შესთავაზა, ჩამოერთვას ს მოქალაქეობა დეპუტატებს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ “აპარტამენტების შესახებ” კანონპროექტს.
აღნიშნული ინფორმაციის დასტურად, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით არ არის გარკვეული, ტელეგრამ არხებზე მოყვანილია დოკუმენტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დიმიტრი კოზაკის აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრის ოქმს წარმოადგენს.
აღნიშნული ოქმში მითითებულია, რომ მოსკოვი გეგმავს შეაჩეროს რუსეთის ფინანსური დახმარების გადაცემა აფხაზეთისთვის [დე ფაქტო], სანამ აფხაზური მხარე არ შეაჩერებს გარკვეულ ვალდებულებებს: სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, აპარტამენტების მშენებლობისა და უცხოელი ინვესტორებისთვის შეღავათების შესახებ კანონების მიღება.
კონკრეტულ ნაწილში, სადაც საუბარია აფხაზი დეპუტატებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით აღნიშნულია:
“გაითვალისწინებული იქნა აფხაზური მხარის (ა.გ. ბჟანიას) ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია სახალხო კრების – აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზური ოპოზიციის ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების მიზნების საზიანოდ მოქმედებენ, მათი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით”.
ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დიმიტრი კოზაკს 19 აგვისტოს შეხვდა. აღნიშნული ოქმი 26 აგვისტოთი თარიღდება.
„აპსადგილ ინფოს“ ინფორმაციით, 25 ივლისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ ხელი მოაწერა „აპარტამენეტების შესახებ“ კანონპროექტის (აფხაზეთის რესპუბლიკის რაიონების, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ) გატანის დოკუმენტს.
„სახალხო კრების რეგლამენტის შესაბამისად, სპიკერმა ლაშა აშუბამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ეს კანონპროექტი უბრუნდებათ დეპუტატებს, რომლებმაც მისი განხილვა დააინიციირეს“ ,— წერია განცხადებაში.
დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურმა ასევე გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნულია:
„ხანგრძლივი კონსულტაციებისა და აქტიური შიდა საპარლამენტო დიალოგის შედეგად, საზოგადოებრივი აზრისა და უპირველეს ყოვლისა, სამამულო ომის გმირების, უხუცესთა საბჭოს გათვალისწინებით, აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოების, ინტელიგენციის და სხვა დაინტერესებული მოქალაქეების, „აფხაზეთის რესპუბლიკის რაიონების, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის თაობაზე დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად კანონპროექტის ინიციატორებმა გადაწყვიტეს, შემოღებული კანონპროექტი განხილვიდან მოეხსნათ.
„აპსადგილ ინფოს“ ცნობით, 18 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, პარლამენტის სესიაზე განსახილველად წარედგინათ კანონი „ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“.
აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ტერიტორიებზე აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობას. პარლამენტის [დე ფაქტო] ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის, რეზო ზანთარიას განცხადებით, საპილოტე პროექტი 150 ჰექტარზე მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტით 10 000 ოთახია გათვალისწინებული.
ეს ბინები არ იქნება განკუთვნილი მუდმივ საცხოვრებლად. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მთავარი არგუმენტია, რომ მსგავსი მასშტაბური მშენებლობა აფხაზეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?