აფეთქებები იყო ანექსირებული ყირიმის რამდენიმე რაიონში

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სხვადასხვა რაიონში აფეთქებები იყო. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების მიერ გასული ღამის განმავლობაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დრონებით შეტევა იყო სიმფეროპოლის, სევასტოპოლის, ფეოდოსიისა და ევპატორიის რაიონებზე.
ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ ხელმომწერებისგან მიღებულ ცნობებზე, ფოტოებსა და ვიდეოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებებმა ძლიერი ხანძარი გამოიწვია ფეოდოსიაში მდებარე ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე.
ამავე წყაროს თანახმად, დრონებით შეტევა იყო ქალაქ ევპატორიასა და სოფელ უიუტნოეს შორის მდებარე სამხედრო ნაწილზე, სადაც ერთ-ერთი რადარი დაზიანდა და სევასტოპოლის რაიონის დაბა კაჩაზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.
სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს