აფეთქებები იყო ანექსირებული ყირიმის რამდენიმე რაიონში

რუსეთის მიერ ანექსირებული ს სხვადასხვა რაიონში აფეთქებები იყო. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების მიერ გასული ღამის განმავლობაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დრონებით შეტევა იყო სიმფეროპოლის, სევასტოპოლის, ფეოდოსიისა და ევპატორიის რაიონებზე.
ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ ხელმომწერებისგან მიღებულ ცნობებზე, ფოტოებსა და ვიდეოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებებმა ძლიერი ხანძარი გამოიწვია ფეოდოსიაში მდებარე ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე.
ამავე წყაროს თანახმად, დრონებით შეტევა იყო ქალაქ ევპატორიასა და სოფელ უიუტნოეს შორის მდებარე სამხედრო ნაწილზე, სადაც ერთ-ერთი რადარი დაზიანდა და სევასტოპოლის რაიონის დაბა კაჩაზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.
სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
რუსეთთან ომში მყოფ ს ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – საფუძვლიანია ეჭვი, შიდა ამბოხს ხომ არ ამზადებდნენ „ოცნების“ ყოფილი ჩინოსნები, შეიძლება ორგანიზატორებს ჰქონდათ ასეთი დაპირება – გადატრიალების იდეის დისკრედიტაცია მოხდა, მაგრამ პროტესტის – არა

ირაკლი ქადაგიშვილი – ეს არის სირცხვილი ევროკავშირისა, როცა ასე იქცევიან – მხარს უჭერენ სახელმწიფო გადატრიალებას და გმობენ ქართველი ხალხის არჩევანს – თვითონვე თელავენ ფეხქვეშ ევროპულ ღირებულებებს და ამას ხალხი ხედავს