აფეთქებები იყო ანექსირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში

გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა ს მიერ ანექსირებული ს ქალაქ ჯანკოიში. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ძლიერი ხანძარი გაჩნდა ჯანკოის სამხედრო აეროდრომის რაიონში.
გამოცემა „ასტრამ“ გაავრცელა ვიდეოები, რომლებზეც მისი ინფორმაციით, ასახულია აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაში მხოლოდ აფეთქებების შემდეგ გამოცხადდა.
რუსეთს ჯანკოიზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჯანკოიში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დრონებით არაერთი იერიში მიიტანეს.
ქალაქი ჯანკოი ს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარეობს. რუსული წყაროების თანახმად, ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე, უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები.
უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ ანექსირებულია 2014 წლიდან.