Alaska Airlines-ის რეისმა ავარიული დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც ფრენის დროს ფანჯარა აფეთქდა.ონტარიო, კალიფორნიის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი პორტლენდის საერთაშორისო აეროპორტიდან პარასკევს, საღამოს 4:52 წუთზე გაფრინდა და მხოლოდ 35 წუთის შემდეგ დაეშვა. თვითმფრინავში 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავის დაჯდომისთანავე ადგილზე მუშაობა დაიწყო სახანძრო ბრიგადამ. შემთხვევის ადგილიდან ერთი მგზავრი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. Boeing 737-9 Max-მა ფრენისუნარიანობის სერტიფიკატი 2023 წლის 25 ოქტომბერში მიიღო. ამ დროისთვის, Alaska Airlines-მა ყველა თვითმფრინავი შემოწმებაზე გაიყვანა.
”თითოეული თვითმფრინავი დაბრუნდება ექსპლუატაციაში მხოლოდ სრული ტექნიკური და უსაფრთხოების შემოწმების დასრულების შემდეგ“ – განაცხადა Alaska Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ მინიკუჩიმ და დაამატა – “გული მწყდება მათზე, ვინც ამ რეისზე იმყოფებოდა – ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც განიცადეთ. მადლობას ვუხდი ჩვენს პილოტებსა და ბორტგამცილებლებს“..წყარო