აფეთქება მოხდა რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ქარხანაში

სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთში, ქარხანა „არდში“ მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა.
ქარხანა, რომლის მფლობელი ს სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხია“, ბაშკირეთის მხარის ქალაქ სტერლიტამაკში მდებარეობს. ცნობები აფეთქების შესახებ 5 აგვისტოს, ღამით გავრცელდა.
გამოცემა РБК „როსტეხისგან“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება მოხდა ერთ-ერთ საამქროში, სადაც მილსადენის დემონტაჟი მიმდინარეობდა. ბრიგადის სამივე წევრი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სავარაუდოა, რომ მუშებმა მილის მოჭრისას უსაფრთხოების წესები დაარღვიეს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, ქარხანა „ავანგარდი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთებს ასრულებს. მათ შორის აწარმოებს დეტალებს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის. „ავანგარდი“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო ევროკავშირის და შვეიცარიის მიერ სანქცირებულ საწარმოებს შორისაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”