აფეთქება მოხდა ს ერთ-ერთი მსხვილი ნავთობქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე

ქალაქის ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა ქარხნის წყლის გამწმენდი საამქრო, სადაც ხუთი ადამიანი მუშაობდა. ადმინისტრაციის თანახმად, არავინ დაშავებულა. ქალაქის ადმინისტრაციას აფეთქების გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.
დაახლოებით ორ საათში ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურმა რადიი ხაბიროვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ სტერლითამაქის ნავთობქიმიურ ქარხანაზე იყო „ტერორისტული შეტევა ორი უპილოტო საფრენი აპარატით“, რომლებიც „თავდაცვის სამინისტროს და ქარხნის უსაფრთხოების სამსახურის ძალებით ჩამოაგდეს“ და მათი „ნამსხვრევები ჩამოცვივდა დამხმარე საამქროს რაიონში“.
ბაშკირეთის რესპუბლიკაში ორი უკრაინული დრონის განადგურების შესახებ განაცხადა ს თავდაცვის სამინისტრომაც.
სტერლითამაქის ნავთობქიმიური ქარხანა აწარმოებს სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის საავიაციო ბენზინს. ბაშკირეთის რესპუბლიკის ამ ქალაქში მდებარეობს ქიმიური და ნავთობქიმიური პროდუქციის მწარმოებელი რამდენიმე მსხვილი ქარხანა.
ს სტერლითამაქის ნავთობქიმიურ ქარხანაზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
2025 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით დაარტყეს კომპანია „ბაშნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ უფაში მდებარეობს.
სექტებერში დრონებით ორჯერ იყო შეტევა კომპანია „გაზპრომის“ ქარხანაზე, რომელიც ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატშია.
ს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული ის საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
ფორუმი