აფეთქება მოხდა იარაღის მწარმოებელი კონცერნის, Rheinmetall-ის ქარხანაში

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მურსიის ოლქში აფეთქება მოხდა იარაღის მწარმოებელ ქარხანაში, რომელიც გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ს ეკუთვნის. ქარხანა საარტილერიო საბრძოლო მასალებსა და სხვადასხვა ტიპის ჭურვებს აწარმოებს.
გამოცემა El Pais-ის და სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, დაიჭრა ექვსი ადამიანი.
აფეთქება 30 იანვარს, საღამოს მოხდა ქარხნის საწყობში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახება. ესპანური მედიის ცნობით, ხანძარმა ლიკვიდაციამდე 2000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
2024 წლის ივლისში, ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შეერთებული შტატების და გერმანიის სპეცსამსახურებმა აღკვეთეს Rheinmetall-ის ხელმძღვანელ არმინ პაპერგერზე თავდასხმა, რომელიც ს მიერ იყო დაგეგმილი.
Rheinmetall-ის მიერ წარმოებული იარაღი მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის რუსეთთან ომი მყოფ საც მიეწოდება.
ფორუმი