22 ოქტომბერს დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, რომელმაც დაახლოებით 6 თვის წინ დატოვა საქართველოს ციხე, 14- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის ბლოკირების ბრალდებით. ამის შესახებ აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჯ სადიგოვა წერს.
აფგან სადიგოვს გუშინ ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. საბოლოოდ ადვოკატებმა გაარკვიეს, რომ ის დაკავებული იყო.
აფგან სადიგოვი ციხის დატოვების შემდეგ ყოველდღე რუსთაველის გამზირზე დგას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.




