ჩაჩავადან მთავარში, მერე ბაზრობაზე, მერე ლილოში, სწრაფად უნდა გვექნა ყველაფერი.
რ2 დიდი ნიუსრუმის შემდეგ, ჟურნალისტების სივრცე მცირე სპორტ დარბაზში უნდა მოგვეწყო. მაგიდები არ ეტევა…. განლაგება ათჯერ გადავხაზე რომ მეტი ადგილი ყოფილიყო…. ჟურნალისტებს არ ვუშვებ რემონტამდე შიგნით…. მინდა სიურპრიზი იყოს…. ამ პატარა სივრცით შებღალული კედლებით არ მინდა ვინმე დაითრგუნოს….
ღარიბულ კედლებს ფერადი საათები იერს უცვლის , შებღალულ ჭერს ბარისოლი, სკამები ჯერ არააა ვითხოვეთ, შუქი არ ვარგა, აბრტყელებს ყველაფერს… ზარი ლილოში… ელვარ წერტილოვანი რელსები გაქვს? არის და ისიც განათდა. ჭერი სივრცეს ირეკლავს, სპორტდარბაზის ძველი სარკე მასშტაბს ზრდის. და ისიც მზადაა ჟურნალისტები მოდიან. ooops ტელევიზორები კიდია, მაგრამ არ აჩვენებს, ანტენა არ არის….. დიკო წამო მალე, ვაგზალზე ვიყიდოთ…
ეს ერთი ეპიზოდია, ასეთი მოსაყოლი იცით რამდენია?
მუსიკა? კურიერის დასამახსოვრებელი ტაქტები რას უნდა შეეცვალა…. და ისიც გამოვიდა…..
ქუდი, სტუდია, აწყობა, გადაღება, აუ ამაზე წერას ეს ღამეც არ ეყოფა.
რატომ გამოვიდა, იმიტომ რომ იყო რწმენა, რომ ამას შევძლებდით და რ2 ის ოკუპაციის შემდეგ ჰაერივით საჭირო იყო თავისუფლების ახალი ფანჯარა.
მჯერა, დასასრული არ არსებობს, მინდა ეს ახლის დაწყებას ნიშნავდეს!“
