“აუხსენით… მოქმედებაა ამჟამად საჭირო და არა პასიური ლოდინი” – ზურაბ გურული პრეზიდენტზე

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, :
ქართველი ხალხის სახელით საუბარი და ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური წარმომადგენლობა უპირველეს ყოვლისა დიდი მოვალეობაა და ამ მოვალეობას შესაბამისი პასუხისმგებლობებიც ახლავს თან.
საქართველოს რეგიონებში ვოიაჟები და ე.წ. ახალი სახეების ძიება ამჟამად მეორეხარისხოვანია ამ რანგის ერთადერთი პოლიტიკოსისათვის. საქართველოს ერთადერთი საერთაშორისო რანგის, ციხეში არმჯდომი პოლიტიკოსი ამჟამად ვაშინგტონში უნდა იყოს ხანგრძლივი ვიზიტით, ხვდებოდეს კონგრესმენებს და სენატორებს, ემზადებოდეს მომავალ სახელმწიფო მდივანთან შესახვედრად; კონსულტაციებს გადიოდეს მათ გუნდებთან.
იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ პოლიტიკოსის გამოსახულებიანი მაისურებით დადიხართ, აუხსენით რომ ასეა საჭირო.
ქება-დიდება კაია, მაგრამ საკმარისზე აღმატებულად არის უკვე დივიდენდებად გაცემული და ახლა მოქმედებაა საჭირო.
ამერიკელების მოგონილია სიტყვა პრო-აქტიური, ანუ წინასწარ აქტიური; ჰოდა, სწორედ პრო-აქტიური მოქმედებაა ამჟამად საჭირო და არა პასიური ლოდინი.
საუბედუროდ, მეტი არავინ გვყავს ისეთი, რომელსაც მსგავსი ფუნქციის შესრულება შეუძლია. სწორედ ასეთ მოქმედებას შეუძლია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც და მიტინგებზე გამოსული ადამიანების დაცვაც კრიმინალური სინდიკატის ძალადობისაგან.
აუხსენით…