აუცილებლად უნდა დავსვა კითხვა ძველი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით – ხატია დეკანოიძე

რამდენიმე წუთში პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრის მოსმენა დაიწყება. რატი ბრეგაძე დეპუტატებს წლიურ ანგარიშს გააცნობს, შემდეგ კი შეკითხვებს უპასუხებს.
ოპოზიციის ნაწილს აინტერესებს ვითარება პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე ინფორმაცია ძველ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. კითხვები დაისმება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები-ს” წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, პირადად მას ძველი პირადობის მოწმობების საკითხი აინტერესებს და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად დასვამს კითხვას.
“უშუალოდ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დავსვა კითხვა ძველი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. ინიციირებულია ახალი კანონპროექტი, “ევროპელი სოციალისტების” მიერ, რომელიც ჩემი აზრით არის “ქართული ოცნების” ინიციატივა. ზოგადად მაინტერესებს სტატისტიკა, რატომ არ მოხდა ამ ადამიანებისთვის ახალი აიდი ბარათების დარიგება, ფიქრობს თუ არა მინისტრი იმას, რომ შესაძლებელია ეს იყოს იმ ევრორეკომენდაციების გაუარესება, რომელიც ელექტრონულ არჩევნებს შეეხებოდა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პოზიტიურად აფასებენ იუსტიციის სამინისტროს მუშაობას მმართველ გუნდში. უმრავლესობა, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით გატარებულ რეფორმებზე, გეგმებზე და გამოწვევებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ