აუცილებლად საერთო კანდიდატი გვეყოლება – კუპრაძე ბერლინში გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

ირაკლი კუპრაძე, “ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი, გერმანიაში გიორგი გახარიას შეხვდა – შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ბოიკოტს უცხადებს, მათ საერთო კანდიდატი ეყოლებათ.
“მე ბერლინში შევხვდი არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ ევროპელ პოლიტიკოსებსაც. წარმატებული შეხვედრა გვქონდა. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ და ჩვენ ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომელსაც საზოგადოების წინაშე ხელი მოვაწერეთ და ვალდებულება ავიღეთ, რომ ხალხს სწორედ თანამშრომლობის იმ მოდელს შევთავაზებთ, რაც, სამწუხაროდ, სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს.
კოალიცია “ლელო-ძლიერ საქართველოსა” და გიორგი გახარიას გუნდს აუცილებლად საერთო კანდიდატები ეყოლებათ” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რამდენიმე თვეა გერმანიაში იმყოფება – გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მან გერმანიაში ჰუმანიტარული ვიზა ითხოვა, მის პარტიაში არ ადასტურებენ და არც იმას ამბობენ, რა ვადით არის გახარია ევროპაში წასული.
ლელო საქართველოს ორივე დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ს დროს საპატიმროში იქნებიან – ისინი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დააკავეს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო – კომისია წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა, არც ბადრი ჯაფარიძე და არც მამუკა ხაზარაძე 2012 წლამდე პოლიტიკაში აქტიურად არ მონაწილეობდნენ და არც რაიმე საჯარო სამსახურში ეკავათ თანამდებობა.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ციხეში ხვდებიან სხვა ოპოზიციური ლიდერებიც, ზურა ჯაფარიძე, , , , ასევე პოლიტიკოსები გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
ლელო საქართველოსა და გიორგი გახარიას პარტიის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში შეცდომად მიიჩნევს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტი პროტესტით ცდილობს აიძულოს “ქართული ოცნება” დანიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლოს სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული ანტისამთავრობო აქციების მონაწილეები, რომლებიც საქართველოს დასავლური კურსის ცვლილებას აპროტესტებდნენ 2024 წლის შემოდგომაზე – ამ დროისთვის საქართველოში 60-მდე პირს მიიჩნევენ პოლიტპატიმრად უფლებადამცველი ორგანიზაციები;
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს