აუცილებელია საქართველოში განათლების არსებული სისტემის რადიკალური გარდაქმნა – ედიშერ გვენეტაძე

აუცილებელია საქართველოში განათლების არსებული სისტემის რადიკალური გარდაქმნა – ედიშერ გვენეტაძე
უმთავრესი საკითხი, რომელიც დღევანდელი საქართველოს დღის წესრიგში მთელი სიმწვავით დგას ეს არის სწორედ განათლება. წლების მანძილზე ლომაიას მიერ გარედან დავალებით განხორციელებულმა განათლების სისტემის მიზანმიმართულმა მსხვრევამ ქვეყანაში მოიტანა ამ უპირველესი დარგის ფაქტობრივად ჩამოქცევა, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
იგი ეხმიანება პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას პარლამენტში და აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ განათლების სისტემისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხების გონივრული ხარჯვა, საქართველოს დაუბრუნებს იმ ძველი განათლების დიდებას, რომლითაც ყოველთვის გამორჩეული იყო.
“უმთავრესი საკითხი, რომელიც დღევანდელი საქართველოს დღის წესრიგში მთელი სიმწვავით დგას ეს არის სწორედ განათლება.
წლების მანძილზე ლომაიას მიერ გარედან დავალებით განხორციელებულმა განათლების სისტემის მიზანმიმართულმა მსხვრევამ ქვეყანაში მოიტანა ამ უპირველესი დარგის ფაქტობრივად ჩამოქცევა. და ეს მოხდა უფრო სწორად მოახდინეს იმ ქვეყანაში, სადაც 1990 წლის მონაცემებით წერა-კითხვის მცოდნე იყო მოსახლეობის 100%. ხოლო საქართველოს საშუალო სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში განათლებამიღებული ადამიანები უპირველესად საქართველოსა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გამოირჩეოდნენ ცოდნის დონითა და მაღალი პროფესიონალიზმით.
ამიტომაც აუცილებელია საქართველოში განათლების არსებული სისტემის რადიკალური გარდაქმნა. რისთვისაც, როგორც პრემიერმა ბრძანა, მილიონობით დამატებითი თანხები გამოიყო. რომელთა გამოყენება და გონივრულად მოხმარება დაუბრუნებს საქართველოს იმ ძველი განათლების დიდებას, რომლითაც ყოველთვის გამორჩეული იყო საქართველო და ქართველი კაცი.” – წერს ედიშერ გვენეტაძე.
Previous: პრემიერის ინიციატივა, მოხდეს რეგიონების სისტემური განვითარება, ნიშნავს რეგიონების ახალ სიცოცხლეს, ახალ სამუშაო ადგილს, გაზრდილ ეკონომიკას და შიდა მიგრაციის შემცირებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე გამოირჩევა ქვეყნის და ეკლესიის მტრობით, როგორ შეიძლება ის აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გააკეთა – როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას

საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში

ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა, რაც “ქართული ოცნების”გუნდის პრაგმატული და მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა