აუცილებელია, საგამოძიებო უწყებების მიერ დაბარებულ იქნას გიორგი გახარია, რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

“აუცილებელია, საგამოძიებო უწყებების მიერ დაბარებულ იქნას გიორგი გახარია, რომელმაც დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა- პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის! კანონი ყველასთვის ერთნაირი მოცემულობაა, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს, წერტილი!”- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებზე, სადაც “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიასა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა ასახული.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გახარიამ საკუთარი ბატონების მოსაწონებლად პროვოკაციული ქმედება განახორციელა, რასაც სამხარაძის მიერ თავის დაცვა მოჰყვა. „აუცილებელია, საგამოძიებო უწყებების მიერ დაბარებულ იქნას გიორგი გახარია რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური/სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში მკაფიოდ ჩანს ინციდენტის დაწყება, გახარიამ საკუთარი ბატონების მოსაწონებლად პროვოკაციული ქმედება განახორციელა, მან დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ესროლა, რასაც სამხარაძის მიერ თავის დაცვა მოჰყვა, შესაბამისად ინციდენტს გახარიას სახით მოძალადე ჰყავს, რომელმაც დეპუტატზე, მიზანმიმართულად იძალადა, ამის შემდეგ კი ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი გააქტიურდა, რომელიც მმართველ გუნდს, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმაში ადანაშაულებდა! პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის! კანონი ყველასთვის ერთნაირი მოცემულობაა, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს, წერტილი!“-წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში