აუცილებელია, რომ თითოეულ სტუმარს სასტუმრო შესაბამისი სტანდარტებით დახვდეს – „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“

ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს ქართულ ბაზარზე არსებობს, ტურისტების ნაკლებობა და კვალიფიციური კადრის დეფიციტია, – ამის შესახებ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა, ნატალია ჩანადირმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, აუცილებელია, რომ თითოეულ სტუმარს სასტუმრო შესაბამისი სტანდარტებით დახვდეს.
“მომავალი წლიდან, საქართველოს მიმართულებით, გარდა ლონდონისა, პირდაპირი ფრენები დაინიშნება შვეიცარიიდანაც. როგორც ვიცით, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი მაღალგადამხდელუნარიანი ქვეყნებია და ასეთ ბაზარს სასტუმრო შესაბამისი სტანდარტებით უნდა დახვდეს, რომელიც თანხვედრაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ თითოეული, პირველად ჩამოსული სტუმარი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცეს. ეს გამოცდილება იწყება აეროპორტიდანვე. მომღიმარი სახის დანახვა იმ ტურისტისთვის, რომელიც უდიდესი ენთუზიაზმით გვსტუმრობს, სასურველი კი არა, აუცილებელია, და ამაში ყველა ვართ ჩართული.
საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს საერთაშორისოდ აღიარებული გადამზადების პროგრამები, რაც საქართველოს შრომითი ბაზრისთვის ჩვენს კონკურენტულ უპირატესობად ითვლება. ამასთანავე, სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საუკეთესო პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ვმუშაობ“ – აცხადებს ნატალია.
ცნობისთვის, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში მსოფლიოში ლიდერი კომპანიის Marriott International-ის გუნდში შემავალი სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” 1991 წლიდან ოპერირებს. აღნიშნული პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა ძველ თბილისთან ახლოს, რომელიც 14 კმ-ით არის დაშორებული აეროპორტიდან.
დღეისათვის, სასტუმრო “შერატონ თბილისი” 220 ოთახითა და ლუქსით არის წარმოდგენილი ბაზარზე. უმეტესობა მათგანი აივნებითა და და ძველი თბილისის ხედებით არის. სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ხუთი რესტორანი ნებისმიერი კულინარიული გემოვნების ადამიანისთვისაა განკუთვნილი: თანამედროვე ქართული სამზარეულოს საუკეთესო არომატები ATI რუფტოპ რესტორანში, ხოლო სპორტის მოყვარულთა საუკეთესო შეკრების ადგილი „კრაფტ ჰაუსი“.
სასტუმრო ასევე, მოიცავს ქალაქში უდიდეს 2 000 კვ.მ საბანკეტო სივრცეს, მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის, 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და 1000 კვ.მ. ფართობის დარბაზს საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის და ა.შ.
სასტუმროში ფუნქციონირებს სპა, პაუზა და უახლესი სატრენაჟორო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი. სასტუმროში მოქმედებს ხუთი ბარი, რესტორანი და ღია აუზი.