აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან
კოორდინაცია არის აუცილებელი და ამისკენ მოვუწოდებ მოხალისეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს ამ ადამიანების გამოსაყვანად.
„ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია. იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს იმისათვის, რომ მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ლოკაციებიდან. კოორდინაცია არის აუცილებელი და აქეთკენ მოვუწოდებ შესაბამის ადამიანებს, მოხალისეებს,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა