აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებული Ferari გაიყიდა

ნიუ-იორკში, RM Sotheby’s-ის აუქციონზე, 1962 წლის Ferrari 330 LM/250 GTO რეკორდულ ფასად – 51,7 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
Scaglietti-ის კუზაოს მქონე ავტომობილი ყველაზე ძვირადღირებული Ferrari გახდა ისტორიაში, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. მანქანა დაახლოებით 40 წლის განმავლობაში კოლექციონერ ჯიმ ჯეგერს ეკუთვნოდა. აუქციონის სახლს მანქანის ახალი მყიდველის ვინაობას არ ამხელს.
ასეთი Ferari მხოლოდ 36 ცალი გამოვიდა და მხოლოდ რბოლებისთვის იქმნებოდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდული ავტომობილი საუკეთესო Ferari-ის ტიტულს ფლობს. 36-ვე მოდელი კერძო კოლექციებშია.