აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა პროგრამაში კიდევ 300 ბავშვი ჩაერთვება – კალაძე

კახა კალაძის თქმით, აპრილიდან აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება.
“აპრილიდან, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. ჯამში, აპრილიდან, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის სეანსები 2 700 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება.
პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 13 მილიონი ლარია და ბავშვსა და მოზარდზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ 1-საათიანი 20 სეანსი ფინანსდება. თერაპიული სეანსები მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება. რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, პერიოდულად მათი რიცხვიც იზრდება, რაც მისასალმებელია. დღეისთვის პროგრამას 15 ცენტრი ემსახურება”. – თქვა კალაძემ.